29 მარტს თბილისში ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ძიუდოს გრან პრიმ აიღო, შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება,რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უკვე მეექვსედ მასპინძლებს.აღნიშნულ ტურნირში 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტი იასპარეზებს.
შეჯიბრის პირველ დღეს ორ წონით კატეგორიაში თავი ოლიმპიური ცენტრის სამმა აღსაზრდელმა ისახელა : ოქროს მედალი -ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ) და ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ) მწვრთნელი: დავით და მალხაზ შეშაბერიძეები
<< დაბრუნება | 2019-04-01 |