6 აპრილს საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ პრეზიდენტმა, მაია აზარაშვილმა გახსნეს.
ოლიმპიური ცენტრი აქტიურად ჩაერთო სპორტულ შეჯიბრებეში , ჩვენმა აღსაზრელებმა მძლეოსნურ გარბენში მიიღეს მონაწილეობა , სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდა ცენტრის სპორტული განყოფილების უფროსი ნოდარ მებაღიშვილი.
ოლიმპიური ცენტრი შეუერთდა ,, თეთრი ბარათის,, აქციას, ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება.
<< დაბრუნება | 2019-04-08 |