ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ძალოსანმა ორჭიდში ბრინჯაოს, ხოლო აკვრაში ვერცხლის მედალს დაეუფლა და 23-წლამდელთა შორის ევროპის სამი რეკორდიც დაამყარა. სამწუხაროდ, გოგას საკუთარი რეკორდების გაუმჯობესება მესამე ცდაზე აღარ გამოუვიდა. მან 173 კილოგრამი ვეღარ დასძლია.
ოქროს მედალი ფრანგ ბერნარდინ მატამს ერგო, რომელმაც ჩხეიძეს 4კგ-თი აჯობა - 312კგ დაძლია.
<< დაბრუნება | 2019-04-10 |