13 აპრილს ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენი ირაკლი ჩხეიძე 102 კგ წონით კატეგორიაში ატაცში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ძალოსანმა 169 კილოგრამი აიტაცა, ხოლო აკვრაში 203 კილოგრამი დასძლია.
შედეგად 372 კილოგრამი დაუგროვდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
მწვრთნელი: ზურა ანთაური.
5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – ევროპის ძალოსნობის მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია.
2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძეა. მას 3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი აქვს.
<< დაბრუნება | 2019-04-15 |