14-15 ივნისს თბილისში საქართველოს პირველობა გაიმართა მძლეოსნობაში დიდებს შორის. მასში მონაწილეობდნენ ოლიმპური ცენტრის მძლეოსნები.
ბაჩანა ხორავამ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სიგრძეზე ხტომაში, მისი შედეგი 7,78სმ-ია.
ასევე, ჩემპიონი გახდა სირბილში მინდია ენდელაძე, სპორტსმენმა 400 მეტრი 48 წამსა და 39 მეასედში დაფარა.
II ადგილი დავით ოჩიგავა უროს ტყორცნა -55.45მ
III ადგილი ნიკა მაქაცარია ურის ტყორცნა-38.00მ
IV ადგილი რევაზ ქოქოშვილი ბირთვის კვრა-10.00მ
(მწვრთნელი: რეზო კობიაშვილი)
ენდელაძე 21 ივნისს მოლდოვაში იასპარეზებს და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზიის მოპოვებისათვის იბრძოლებს.
ბაჩანა ხორავა კი 5 ივლისს ალმაატაში გამოსასვლელად ემზადება , ასევე მსოფლიო ჩემპიონატის და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდება.
სპორტსმენებს ვუსურვებთ წარმატებას დასახული მიზნების განხორციელებაში!
<< დაბრუნება | 2019-06-15 |