გურამ ვეკუამ (96 კგ) ატაცში ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა და ევროპის რეკორდებიც დაამყარა!
9-13 დეკემბერს ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ (15 წლამდე) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ ატაცში 126 კილოგრამი დაძლია და გამარჯვება მოიპოვა. ძალოსანმა ევროპის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
ძალოსანი აკვრაშიც საუკეთესო იყო. მან 151 დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა! ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კილოგრამითაც ოქროსმედალოსანი გახდა, რაც ასევე ევროპის რეკორდს უდრის !
ცენტრი ულოცავს ბატონ ზურა ანთაურს და მის გუნდს მოპოვებულ წარმატებას !
<< დაბრუნება | 2019-12-13 |