საქართველოს თასი დიდებს შორის ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილით ჭიდაობაში დიდებს შორის 8-13 დეკემბერს, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა.
შეჯიბრზე თავი ისახელეს ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავებმა და ჩემპიონ-პრიზიორის ადგილებიც წარმატებულად დაიკავეს. მედლები სპორტმენებმა შემდეგნაირად დაინაწილეს:
თავისუფალი ჭიდაობა
57კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ცენტრის ფალავნების ოთარ გოგავას და რამაზ თურმანიძის ფინალი შედგა, რომელიც გოგავას ჩემპიონობით დასრულდა.
ზურაბ ურთაშვილი (125კგ) მეორე , ხოლო როლანდ ანდრიაძე (125კგ) მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
97კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო გივი გოგობერიშვილმა მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ვერცხლის მფოლობელები ქემირ მაჩალიკაშვილი (63კგ) და გიორგი შოთაძე (67კგ) გახდნენ.
ბრინჯაო რამაზ სილაგავამ (55კგ) , ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60კგ) და ბექა მაკარიძემ (130კგ) მოიპოვეს.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს მოპოვებულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას !
<< დაბრუნება | 2019-12-16 |