სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანმა და გიორგი იანტბელიძემ  2019 წლის დამსახურებული ტიტულები მოიპოვეს !

ლუხუმ ჩხვიმიანმა და გიორგი იანტბელიძემ 2019 წლის დამსახურებული ტიტულები მოიპოვეს !

2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში, პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 6 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ლუხუმ ჩხვიმიანი სხვა მსოფლიოს ჩემპიონებთან ერთად - წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

 ჩემპიონი საქართველოში არყოფნის გამო ღონისძიებას ვერ დაესწრო, ჯილდო მის პირად მწვრთნელსა და ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბატონ ბორია ფირცხელიანს გადაეცა.

 ასევე, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მიიღო ცენტრის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ .

 

<< დაბრუნება 2020-01-24