სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს თასი ძალოსნობაში

საქართველოს თასი ძალოსნობაში

დუშეთში დასრულდა საქართველოს თასის საიუბილეო 25-ე ტურნირი, სადაც ცენტრის სპორტსმენებმა ბატონ ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით მნიშნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
საყურადღებოა, რომ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ბატონი ზურაბი კვლავ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დასახელდა ოთხი წლის ვადით. მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პანდემიური სიტუაციისა ნაკრები შემართებით და თავდაუზოგავად აგრძელებს ვარჯიშს, რის გამოც მადლობა გადაუხადა ცენტრის დირექტორს ბატონ ბორია ფირცხელიანს თანადგომისთვის, რაც სპორტსმენების შედეგებზეც ნათლად აისახა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, ამ უკანასკნელში კი ცენტრის 5 სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს.
საქართველოს თასზე მოასპარაზე ცენტრის ძალოსნების შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
55კგ.
II ადგილი- გოგა ჯაჯვანი
III ადგილი-გიგა ოდიკაძე
89კგ
II ადგილი-ლომია თებიძე
IIIადგილი-ალკაზარ გოგიტიძე
102კგ
II ადგილი-გურამ ვეკუა, რომელმაც 17-წლამდელთა შორის, 10 კილოგრამით გააუმჯობესა სარეკორდო მაჩვენებელი.
109კგ
II ადგილი- საბა ანთაური
III ადგილი-გიორგი მაისურაძე
არჩილ მალაყმაძე და თორნიკე ტაბატაძე , რომლებმაც ტურნირში მონაწილეობა ტრამვის გამო ვერ მიიღეს ,მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობენ.
წარმატებებს ვსურვებთ ბატონ ზურაბ ანთაურის გუნდს სამომავლო გეგმების განხორცილებაში.

 

<< დაბრუნება 2020-12-29