ოლიმპიური ცენტრის ძალოსანმა ატაცში ოქრო, აკვრაში-ვერცხლი, ხოლო ორჭიდში 186 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა!
ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა გურამ ვეკუასთვისაც, ჩემპიონატის დასკვნით დღეს , 96 კგ.კატეგორიაში , ოლიმპიური ცენტრის ძალოსანმა პირველობა არავის დაუთმო და სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი მიისაკუთრა.
ხოლო, 15 წლამდელთა შორის, ცენტრის ძალოსანი გოგა ჯაჯვანი(61კგ) 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მფლობელი გახდა და ამით საპატიო, ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა წილად.