დღეს, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრში, ძიუდოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა ფესტივალი: „სოლიდარობა“.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც „ოლიმპიური ცენტრი“-ის ძიუდოს აღსაზრდელი, ასევე სპორტის სხვა სახეობების (ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა) წარმომადგენლები. გაიმართა ერთობლივი ვარჯიში და მონაწილეებს დაურიგდათ დიპლომები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტში მოღვაწე ცნობადი სახეები:
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი,
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ საუკეთესო მსაჯად აღიარებული ვლადიმერ ნუცუბიძე,
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი,ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გიორგი ასანიძე,
საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენები, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები : ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები.
ძიუდოს მსოფლიო დღის ყოველწლიური ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებას დღევანდელი სამყაროს გამოწვევების წინაშე.
ფესტივალის მთავარი გზავნილი იყო-სოლიდარობა, მეგობრობა და პატივისცემა, როგორც ერთიანობის მაგალითი.