სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირი

პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირი

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში დასრულდა 15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის პირად-გუნდური და პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირი.
ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.მათ შორის, ოლიმპური ცენტრის ძალოსნებმა ექვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ისახელეს თავი.
ჩემპიონ გურამ ვეკუამ (102კგ) ატაცში 5, აკვრაში 7, ხოლო ორჭიდის ჯამში 12 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სპორტსმენის ბოლო შეჯიბრია 17 წლამდელათა შორის და კარიერას უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში განაგრძნობს.
ასევე, ჩემპიონის ტიტული წილად ხვდა საბა აბაშიძეს(73კგ) ,ხოლო გიგა ოდიკაძე (55კგ.), გოგა ჯაჯვანი (67კგ.), ლევან ივარდავა(55კგ) და ლუკა შათირიშვილი (+102) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. გიორგი მგალობლიშვილი(61კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.
ღონისძიებას ესწრებოდა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ცენტრის დირექტორს ბორია ფირცხელიანს მხარდაჭერისათვის. ასევე, თავის მხრივ მადლიერება გამოხატა ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელმა, დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის.
ტურნირის მთლიანი შედეგები:
49 კგ.
დიმიტრი აბრალავა (ზუგდიდი) - 65/88/153
ოთო ოქრუაშვილი (გორი) - 53/64/117
ბესიკ რურუა (ხონი) - 51/63/114
15 წლამდე 55 კგ.
ლუკა ლომაშვილი (ქუთაისი) - 71/90/161
ლევან ივარდავა (ზუგდიდი) - 69/85/154
ეგნატი კალიუტი (ხსშური) - 60/75/135
17 წლამდე 55 კგ.
არჩილ ოქროპირიძე (თბილისი) - 94/110/204
გიგა ოდიკაძე (ხაშური) - 93/105/198
თამაზ მეგრელიშვილი (თბილისი) - 47/59/108
15 წლამდე 61 კგ.
ლერი ნეფარიძე (საჩხერე) - 87/115/202
რევაზ მილდიანი (გურჯაანი) - 88/108/196
გიორგი მგალობლიშვილი (თბილისი) - 67/92/159
17 წლამდე 61 კგ.
გურამ ჩუბინიძე (ჭიათურა) - 80/110/190
გიორგი მიკაჩაძე (რუსთავი) - 75/100/175
ანზორ შავაძე (აჭარა) - 79/92/171
15 წლამდე 67 კგ.
ზაურ კარაია (აჭარა) - 100/118/218
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 101/115/216
აჩიკო შამილიშვილი (აჭარა) - 78/92/170
17 წლამდე 67 კგ.
მურად შანთაძე (აჭარა) - 103/119/222
მურად თებიძე (აჭარა) - 88/121/209
გიორგი კაპანაძე (საჩხერე) - 65/85/150
15 წლამდე 73 კგ.
ლევან ოჩიგავა (თბილისი) 118/143/261
მათე ჭიჭინაძე (ზუგდიდი) - 93/117/210
გიორგი მინაძე (თბილისი) - 71/90/161
17 წლამდე 73 კგ.
საბა აბაშიძე (აჭარა) - 120/147/267
იაგო გოგია (ზუგდიდი) - 85/102/187
მიხეილ მაჭარაშვილი (საჩხერე) - 85/101/186
15 წლამდე 81 კგ.
ბექა კაპანაძე (ხაშური) - 85/115/200
ლუკა სილაგაძე (თბილისი) - 82/95/177
ვაჟა მარტყოფლიშვილი ( თბილისი) - 80/97/177
17 წლამდე 81 კგ.
გერვასი თაბაგარი (საჩხერე) - 132/160/292
ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) - 133/157/290
რომან სულაბერიძე (ხონი) - 87/102/189
15 წლამდე 89 კგ.
საბა ადამია (თბილისი) - 112/136/248
მერაბ გურული (საჩხერე) - 95/115/210
რევაზ სარალიძე (ჭიათურა) - 77/95/172
17 წლამდე 89 კგ.
თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) - 125/156/281
ბექა ზოიძე (აჭარა) - 105/133/232
გიორგი ქვრივიშვილი (ხაშური) - 108/126/234
15 წლამდე 96 კგ.
გიორგი აბულაძე (აჭარა) – 95/118/213
გიორგი ცარციძე (საჩხერე) – 94/110/204
ცოტნე ცუხიშვილი (საჩხერე) – 77/94/161
17 წლამდე 96 კგ.
ლუკა ნოღაიდელი (აჭარა) – 113/150/263
მათე ადამია (თბილისი) – 105/130/235
შოთა სამყურაშვილი (საჩხერე) – 109/125/234
15 წლამდე 102 კგ.
გივი დარსაველიძე (თბილისი) – 105/127/232
დათო შეყლაშვილი (საჩხერე) – 86/100/186
რომან ბზიკაძე (თბილისი) – 77/80/157
17 წლამდე 102 კგ.
გურამ ვეკუა (ზუგდიდი) – 145/184/329
დავით ლუკავა (ზუგდიდი) – 105/130/235
15 წლამდე +102 კგ.
ირაკლი ვეკუა (ზუგდიდი) – 112/135/247
ლუკა შათირიშვილი (თბილისი) 55/67/122
17 წლამდე +102 კგ.
გიგა აბაშიძე (აჭარა) – 125/159/278
დათო დვალიშვილი (ქუთაისი) – 129/148/277
ცოტნე აბრამიშვილი (საჩხერე) – 90/124/214

 

<< დაბრუნება 2021-12-26