1-3 მარტს, ანტალიაში მიმდინარე გრანდ-სლემზე, -60 კგ. წონით კატეგორიაში, შეჯიბრის პირველ დღეს, ოლიმპიური ცენტრის ორმა გამორჩეულმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მან ფრანცისკო გარიგოსს იპონით მოუგო, ხოლო ფინალში ოლიმპიურ ვერცხლის პრიზიორ იუნგ ვეი იანგთან ვაზარით დამარცხდა.