21-22 მაისს პოლონეთში ბიელსკო-ბიალას ევროპის თასი გაიმართა კადეტებს შორის ,სადაც საქართველოს სახელით 30 ვაჟი და 5 გოგონა ასპარეზობდა.
აღნიშნული ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენისათვის, -73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მიშველიძე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მწვრთნელები: დათო და მალხაზ შეშაბერიძეები.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეჯიბრი 12 მედლით დაასრულა. ვაჟებში პირველი, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
<< დაბრუნება | 2022-05-22 |