მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმღვანელობით 17-წლამდელთა შორის, 73 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანმა ატაცში 130/134 კგ. ,ხოლო აკვრაში 147/153/161 კგ. დაძლია და ორჭიდში მოგროვილი 295 კილოგრამით ევროპის ვიცე- ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.