გიგა ოდიკაძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გიგა ოდიკაძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ოლიმპიური ცენტრის ძალოსნისათვის, გიგა ოდიკაძემ (55 კგ.) ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში ვერცხლი, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მოგროვილი 221 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა საქართველოს სარეკორდო ზღვარი ატაცსა და ორჭიდში თითო-თითო კილოგრამით გაზარდა.
ჩემპიონის მედალი გადაეცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზურაბ ანთაურსაც.
ოლიმპიური ცენტრი ძალოსანსა და მის მწვრთნელს ულოცავს მოპოვებულ წარმატებას!