სახელი, გვარი: ვაჟა ბალხამიშვილი
დაბადების რიცხვი, ადგილი: ქ. თბილისის 11 ივლისის 1958 წელი
სპორტის სახეობა: ძიუდო
სამუშაო გამოცდილება:
ვმუშაობ სსიპ ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში მწვრთნელად ძიუდოში. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის ლექტორი, ეროვნული ფედერაციის თანამშრომელი და თბილისის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი. ძიუდოს ევროპისა და მსოფლიოს ფედრაციების წარმომადგენელი საქართველოში ღონისძიების ჩასატარებელი დარბაზის ხლმძღვანელის პოზიციაზე. ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის (IJF) სპორტულ დირექტორ დანიელ ლასკაუსთან ერთად ვმუშაობ ძიუდოს გნვითარების პროგრამებზე. მე-6 დანი ძიუდოში. მე-7 დანი ჯიუჯიცუში.
აღზრდილი, წარმატებული სპორტსმენები:
-
ჩემს მიერ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღზრდილები არიან ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები: 1: შალვა ჩოჩელი ევროპისა და მსოფლიოს მე-2 პრიზიორი კადეტებში 2010 წ., 2. ზაზა დაბრუნდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში 1989წ., 3. თამაზი ცოფურაშვილი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში 1990 წ., 4. ჯონდო დაბრუნდაშვილი ევროპის პრიზიორი ახალგაზრდებში 1990 წ. , 5. კობა გურეშიძე ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში 1989 წ., 6. საბა გავაშელიშვილი ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი ახლგაზრდებსა და ჭაბუკებში - 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე,7. დავით ასუმბანი - 2010 წლის პარიზის გრან სლემის გამარჯვებული : ევროპისა და მსოფლიოს არა ერთგზის პრიზიორი ჭაბუკებში და ახალგაზრდებში, 8. ლაშა ტვილდიანი ევროპის ჩემპიონი კადეტებში 2001 წ, 9. ვანო ხუბაშვილი მსოფლიოს მე-3 პრიზიორი კადეტებში 2005 წ. ,10. გოგა გოგაშვილი ევროპის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში კადეტები 2006 წ,11. გიორგი ძებისაშვილი ევროპის ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი 2004 წ.,12. დავით ჯავახიშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი გამარჯვებული საქართველოდან . 13. ნიკოლოზ შერაზადიშვილი. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი. 14. ირაკლი დემეტრაშვილი-2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. 15. გელა ბარათაშვილი-ევროპის ჩემპიონი სამბოში . 16. დავით სიმონიშვილი-ევროპის ჩემპიონი სამბოშ.