სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

სპორტსმენები

>

ვლადიმერ აფციაური

სპორტის სახეობა: ფარიკაობა

1988 სეული, კორეა - ოქრო

ბიოგრაფია

დაიბადა მანგლისში (1962/04/02-2012/14/05). მოფარიკავე, რაპირისტი.

სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998-იდან), მისი ხელმძღვანელობით ქუვეითელებმა ხუთჯერ გაიმარჯვეს არაბული ქვეყნების ჩემპიონატებში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

გლდანის სპორტ-სკოლა ინტერნატში 1973 წელს ჩაირიცხა