სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

სპორტსმენები

>

ვლადიმერ გოგოლაძე

სპორტის სახეობა: ტანვარჯიში

1988 სეული, კორეა - ოქრო

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 18 აგვისტოს თბილისში.

სპორტული ტანმოვარჯიშე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1985 - მრავალჭიდი და ორძელი), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984 - თავისუფალი ვარჯიში და ღერძი) და ვერცხლის პრიზიორი (1984 - მრავალჭიდი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი (ღერძი), მეორე (მრავალჭიდი) და ორგზის მესამე (ტაიჭი, გუნდური ჩათვლა) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1985, 89) და ორგზის მესამე (1988) პრიზიორი. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.