სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

სპორტსმენები

>

ომარ ფხაკაძე

სპორტის სახეობა: ველოსპორტი

1972 მიუნხენი , გერმანია - ბრინჯაო

ბიოგრაფია

2.08.1944, ქუთაისი - 23.05.1993, თბილისი.

ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო - მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო - IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67 - ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 - გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974-93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია ქართულ ფილმში "ხარება და გოგია", რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის - ხარებას როლს.