სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში თორნიკე თოდაძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა

საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში თორნიკე თოდაძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა

დუშეთში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის პირველ დღეს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა თორნიკე თოდაძემ 69 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ ცენტრის სხვა აღსაზრდელებიც, გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ) მეორე ადგილი დაიკავა, გოგა ჩხეიძე (69 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.

აღნიშნული სპორტსმენები ჩემპიონატისთვის ზურაბ ანთაურმა მოამზადა.

11 სექტემბერს საუკეთესოები  56, 62, 69 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ჩემპიონატის გახსნას ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - არმაზ თავაძე, ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი - კახი კახიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

12 სექტემბერს მედლებს 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელი ძალოსნები გაითამაშებენ, 13 სექტემბერს კი 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები. ჩემპიონატი ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში.
11-13 სექტემბერი, დუშეთი

11 სექტემბერი

56 კგ


1) ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) - 200 კგ (ატაცი 90 კგ, აკვრა 110 კგ)
2) ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) - 190 კგ (85 + 105)
3) ხვიჩა ჯინჭარაძე (აჭარა) - 163 კგ (71 + 92)

62 კგ

1) რამინ შამილაშვილი (აჭარა) - 266 კგ (121 + 145)
2) გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 234 კგ (104 + 125)
3) ბექა ბერუაშვილი (თბილისი) 199 კგ (89 + 110) 

69 კგ

1) თორნიკე თოდაძე (საჩხერე) -283 კგ (130 + 153)
2) ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) - 263 კგ (116 + 147)
3) გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 262 კგ (117 + 145)

<< დაბრუნება 2014-09-12