სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოკრივე ბექა ხარძიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

მოკრივე ბექა ხარძიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

სპორტკომპლექს "არენაში" 25-28 ნოემბერს გამართულ საქართველოოს ეროვნულ ჩემპიონატზე დიდებში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოკრივეები ბექა ხარძიანი (75 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო გელა აბაშიძე (69 კგ) მეორე ადგილზე გავიდა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ხარძიანმა ფინალური ბრძოლა გიორგი გიორგაძეს მოუგო. გელა აბაშიძემ კი გადამწყვეტ ბრძოლაში ჯემალ შალამბერიძეს სძლია.

ეროვნული ჩემპიონატისთვის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები გამოცდილმა მწვრთნელმა რამაზ ნიკოლაძემ მოამზადა.

წლევანდელ ასპარეზობაში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოკრივემ მიიღო და ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ყველაზე მსუბუქ წონით კატეგორიაში, 49 კილოში თბილისელ მიხეილ კაზანჯიანმა გორელი ლაშა კობახიძე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 52-კილოგრამში კი ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო ფოთელმა დავით ნანავამ, რომელმაც თბილისელ რუსტამ მუსაევს აჯობა.

56 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი გოგოტიშვილმა მოიგო, ხოლო 60 კილოში - ნაკრების პირველმა ნომერმა ოთარ ერანოსიანმა. ახალქალაქელმა მოკრივემ, თბილისელი ალეკო ჩადაშვილი დაამარცხა.

ლაშა ბუტიაშვილსა და ქუთაისელ ამირან მარგველაშვილს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრაში (64 კგ), გამარჯვება ყვარლელმა სპორტსმენმა იზეიმა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯემალ შალამბერიძემ (69 კგ), რომელმაც მეოთხედფინალში ჯერ ნაკრების პირველი ნომერი ზაალ კვაჭატაძე დაამარცხა, ხოლო ფინალში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენ გელა აბაშიძეს მოუგო.

81 კილოგრამში პირველი ადგილი რომან თავაძემ მოიპოვა, მან ნიკა სეხნიაშვილი დაამარცხა. მოლოდინისამებრ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ნაკრების ლიდერი ლევან გულედანი (91 კგ), რომელმაც ფინალში გიორგი უჯუმელაშვილს სძლია. რაც შეეხება მძიმე წონას (+91), ერთმანეთს ქუთაისელი მიხეილ ბახტაძე და გორელი თორნიკე პურიჭამიაშვი დაუპირისპირდნენ. თანაბარ ბრძოლაში მინიმალური უპირატესობით მიხეილ ბახტიძემ იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ნაჩვენებ შედეგებს ნაკრები გუნდების დაკომპლექტებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.

<< დაბრუნება 2014-11-28