სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ირაკლი ჩხეიძემ სადებიუტო გამოსვლაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ირაკლი ჩხეიძემ სადებიუტო გამოსვლაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

24 დეკემბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნებს შორის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღნიშნული შეჯიბრისათვის ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს დამსახურებულმა და გამოცდილმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა მოამზადა.

ანკარაში საქართველოდან სულ სამი ძალოსანი იყო წარგზავნილი: ირაკლი ჩხეიძე, გურამ გიორბელიძე და ირაკლი გაბრიჩიძე, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თურქეთში გამართული ჩემპიონატი ირაკლი ჩხეიძისთვის სადებიუტო იყო - საერთაშორისო ტურნირზე მან პირველად იასპარეზა. ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელი ზურაბ ანთაური იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში მისი მოსწავლე სხვადასხვა შეჯიბრებებზე საუკეთესო შედეგებს მიაღწევს. 2015 წლის თებერვალში 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანი ჩემპიონობისთვის საქართველოს პირველობაზე გამოვა, აგვისტოს დასაწყისში კი შვედეთში ევროპის პირველობაზე გაემგზავრება და საუკეთესო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

<< დაბრუნება 2014-12-25