სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

ძალოსნების ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

9-10 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა თბილისის პირველობა ძალოსნობაში ჭაბუკებს შორის, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე ჯამში შვიდი მედალი აიღეს - ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

ჩემპიონატის პირველ დღეს გამარჯვება აჩიკო მალაყმაძემ (56 კგ) და საბა ანთაურმა (45 კგ) მოიპოვეს, ხოლო მიშო თეთვაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

10 თებერვალს პირველი ადგილები გიგი პატარაშვილმა (69 კგ) და გოგიტა კაკიაშვილმა (85 კგ) დაიკავეს. ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ვასო მაღრაძე კი - ბრინჯაოს.

სპორტსმენების მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა აღნიშნა, რომ ძალოსნებმა ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზეს და დიდი ალბათობით, ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდებიან.

<< დაბრუნება 2015-02-10