სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
სამი ოქრო საქართველოს პირველობიდან

სამი ოქრო საქართველოს პირველობიდან

21-24 მაისს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში 17 წლამდელთა შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღნიშნული შეჯიბრების ჩემპიონები აჩიკო მალაყმაძე (56 კგ), ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) და გოგიტა კაკიაშვილი (94 კგ) გახდნენ, მეორე ადგილი გიგი პატარაშვილმა (77 კგ) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ვასილ მაღრაძე (85 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (94 კგ) გავიდნენ.

საქართველოს პირველობისთვის სპორტსმენები ქვეყნის დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა მოამზადა და როგორც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, მისმა აღსაზრდელებმა სამაგალითოდ იასპარეზეს. აგვისტოში კი აჩიკო მალაყმაძე, ირაკლი ჩხეიძე, გიგი პატარაშვილი და თორნიკე ტაბატაძე შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.

ზურაბ ანთაური იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი სპორტსმენები შვედეთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ.

<< დაბრუნება 2015-05-27