სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
რამაზ ზოიძე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

რამაზ ზოიძე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია

5-6 ივლისს ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა რამაზ ზოიძემ (66 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გიზო მელაძე (55 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეჯიბრებაზე ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელმა, თურქმა და ირანელმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე პირველი მსოფლიოს ჩემპიონის პატივსაცემად, ტურნირის დაწყებამდე ბათუმში მუხრან ვახტანგაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კი ვეტერან სპორტსმენი ოქროს ორდენით დააჯილდოვა, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა. ახალგაზრდები

5-6 ივლისი. ბათუმი

 

50 კგ

1.თორნიკე ჭელიძე

 

55 კგ

1.ბექა ბალანჩივაძე (საქართველო)

2.ალი მამედოვი (აზერბაიჯანი)

3.გიზო მელაძე (საქართველო)

3.სეკერ ერდიმი (თურქეთი)

 

60 კგ

1.მურად მიქელაძე (საქართველო)

2.ლადო შავაძე (საქართველო)

3.ლევან ქავჟარაძე (საქართველო)

3.მიხაილ რახმანოვი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1.რამაზ ზოიძე (საქართველო)

2.ედნარ შავაძე (საქართველო)

3.იალჩინ ოგუზანი (თურქეთი)

3.ორხან მამადლი (აზერბაიჯანი)

 

74 კგ

1.საიად ხარაჩპური (ირანი)

2.მურთაზ ჩაბრავა (საქართველო)

3.პეჟმან პოშტუმი (ირანი)

3.მატუგამ ქოუნჯუ (თურქეთი)

 

84 კგ

1.შოთა ღლონტი (საქართველო)

2.შალვა ხაჩიძე (საქართველო)

3.ელხან აზიზადე (აზერბაიჯანი)

3.ალი შარიფი (ირანი)

 

96 კგ

1.იბრაგიმ მოჰამადი (ირანი)

2.ამირ მაგომედი (აზერბაიჯანი)

3.ნიკა გავაშელი (საქართველო)

3.გიორგი მარშანია (საქართველო)

 

120 კგ

1.ზურაბ გედეხაური (საქართველო)

2.ალი ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3.სამუკა დარჩია (საქართველო)

3.ამფირ ამირხოსეინი (ირანი)

<< დაბრუნება 2014-07-09