სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. კერძოდ, ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ჯაბა პაპინაშვილის მწვრთნელები ოლიმპიურ ცენტრში მალხაზ და დავით შეშაბერიძეები არიან.

ტურნირის პირველ დღეს ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა – ხუბაშვილი (55 კგ.), პაპინაშვილი (60 კგ.), ნოზაძე (60 კგ.) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ.).

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში შეჯიბრი 17-დან 21 ოქტომბრამდე, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ასპარეზობაში ტარდება.

 

<< დაბრუნება 18-10-2018