სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში

23 სექტემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართება „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის შვიდ სახეობაში: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში.

„ღია პირველობა“ ჭაბუკებს შორის ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები და თბილისის სპორტული კლუბები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სპორტული ღონისძიება პირველად იმართება. „ღია პირველობას“ „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“, „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა“ და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

შეჯიბრების დასაწყისი:

შეჯიბრების დასაწყისი:

თავისუფალი ჭიდაობა, ბ/რ ჭიდაობა,ძიუდო, ძალოსნობა - 12:00 საათი

მშვილდოსნობა - 13:00 საათი

მძლეოსნობა - 14:00 საათი

ქართული ჭიდაობა - 15:00 საათი

დაჯილდოვება: 15:00

 

<< დაბრუნება 22-10-2018