სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნების 4 მედალი

ძალოსნების 4 მედალი

საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის სახელობის 17 წლამდელთა საქართველოს პირველობა გაიმართა.

შეჯიბრის დასკვნით დღეს გამარჯვებულ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელები: ლომია თებიძე (81 კგ); მანუჩარ გოგოხია (81 კგ) და არჩილ მალაყმაძე. ასევე ჩემპიონები გახდნენ გიორგი ხარაზისვილი და გიგა ოდიკაძე. მეორე ადგილი დაიკავა მნუჩარ გოგოხიამ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ვანო ქაზუმაშვილი დაეუფლა.

ქართველი ძალოსნების ნაჩვენებმა შედეგებმა ევროპის რეკორდებს გადააჭარბა:

ლომია თებიძემ ევროპის 17 წლამდელთა რეკორდი აკვრაში 1 კილოგრამით გააუმჯობესა და 171 კგ. დაძლია, ასევე 1 კილოგრამით გააუმჯობესა ევროპის 15 წლამდელთა რეკორდი საბა ანთაურმაც. ძალოსანმა აკვრაში თავი 142 კილოგრამს გაართვა და 142 კგ. დაძლია.

<< დაბრუნება 03-12-2018