სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ევროპის ჩემპიონები-გიგა ოდიკაძე და გურამ ვეკუა!

ევროპის ჩემპიონები-გიგა ოდიკაძე და გურამ ვეკუა!

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,ზურაბ ანთაურის ნაკრებმა სასტარტო დღეს პირველი დიდი წარმატება მოიპოვა-2 ოქრო და ერთი ვერცხლი ოდიკაძეს (49კგ) ხვდა წილად.
????ოლიმპიური ცენტრის ძალოსანმა ატაცში ოქრო, აკვრაში-ვერცხლი, ხოლო ორჭიდში 186 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა!
ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა გურამ ვეკუასთვისაც, ჩემპიონატის დასკვნით დღეს , 96 კგ.კატეგორიაში , ოლიმპიური ცენტრის ძალოსანმა პირველობა არავის დაუთმო და სამივე დისციპლინაში ოქროს მედალი მიისაკუთრა.
ხოლო, 15 წლამდელთა შორის, ცენტრის ძალოსანი გოგა ჯაჯვანი(61კგ) 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მფლობელი გახდა და ამით საპატიო, ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა წილად.
 

 

<< დაბრუნება 2021-08-27